
ლიკა გულუა
Founder & CEO
ლიკა გულუას კვების ინდუსტრიაში 11+ წლიანი გამოცდილება და ათეულობით განხორციელებული პროექტი აქვს. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს სამზარეულოს განვითარებას, მენიუს შექმნას, ოპერაციული პროცესების მართვასა და გუნდების გადამზადებას. STAGER-ის იდეა სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა — სურვილიდან, კულინარიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კვების ბიზნესებისთვის რეალურ, მოქმედ გადაწყვეტილებებად ქცეულიყო. „წლების განმავლობაში ვხედავდი, რამდენი კარგი იდეა იკარგება მაშინ, როცა მენიუ, სამზარეულო, გუნდი და პროცესები ერთმანეთთან სწორად არ არის დაკავშირებული. STAGER სწორედ ამ გამოცდილებიდან შეიქმნა — სივრცედ, სადაც ცოდნას პრაქტიკაში ვაქცევთ და კვების ბიზნესებს უკეთ მუშაობაში ვეხმარებით.“

